მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია - ნატო-ს პრესსპიკერი

ნატო

"16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია", - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა. რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს“, - აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები