საქართველოს საფოსტო და საკურიერო სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საქსტატის ბოლო გამოკვლევის თანახმად, 2025 წელს ბაზარზე მოქმედი კომპანიების შემოსავლებმა 273 მილიონ 800 ათას ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 45 მილიონზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც ირკვევა, ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო გზავნილებია - სექტორის შემოსავლების თითქმის ორი მესამედი სწორედ საერთაშორისო მომსახურებაზე მოდის.
რაც შეეხება მომსახურების ტიპებს, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 76 პროცენტზე მეტი, ამანათების მიწოდებით არის მიღებული. გასულ წელს კომპანიებმა სულ 16 მილიონზე მეტი ამანათი და 7 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია გააგზავნეს.
გარდა ამისა, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც: საფოსტო და საკურიერო სფეროში საშუალოდ 4 600 ადამიანი საქმიანობს, რომელთაგან 1 800 კურიერი და ფოსტალიონია.
სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი






























