მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16.4 მილიონი ამანათი 1 წელში - როგორ ვითარდება საფოსტო და საკურიერო სექტორი?

საფოსტო და საკურიერო სექტორის შემოსავლებმა სახლში საკვების მიწოდების მომსახურების გარეშე, 2025 წელს 273.8 მილიონ ლარს მიაღწია. სექტორის ფინანსური შემოდინებების უდიდესი ნაწილი, 67%, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებაზე მოდის, შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის მიერ გენერირებული წილი მხოლოდ 33%-ია. ამას გარდა, კომპანიების მთლიანი შემოსავლების 77% სწორედ ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული. გასულ წელს კომპანიები 16.4 მილიონ ამანათს მოემსახურნენ. ავიაგადამზიდავები გაზრდილ მოთხოვნაზე და ტვირთების გაზრდილ მოცულობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი ელექტრონული კომერციის ასოციაციაში კანონპროექტს აანონსებენ, რომლითაც შეიძლება არსებული რეგულაციები გადაიხედოს. როგორ უმკლავდება ბიზნესი გაზრდილ მოთხოვნას და სად რჩება გამოწვევები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები