COVID-19 როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ნელ-ნელა მარცხდება და ბიზნეს პროცესებიც ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მაზდა ცენტრი თეგეტას ორი თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში უწევდა მომხმარებლების მომსახურება.
11 მაისიდან ცენტრმა სრულად აღადგინა სამუშაო პროცესი და მომხმარებლებს უპრეცენდენტო შეთავაზებითაც დაუბრუნდა - 17 000 ლარამდე ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად.
"რთული პერიოდის შემდეგ, მაზდა ცენტრი თეგეტამ გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის მაზდას ავტომობილებზე საუკეთესო ფასი შეეთავაზებინა და ასეც გამოვიდა, 17 000 ლარამდე ფასდაკლება არასდროს გვქონია. შეთავაზება ვრცელდება მაზდას მთელ რიგ მოდელებზე, დამატებით 500 ლიტრი საწვავი გადაეცემა ყველა მომხმარებელს, ვინც მაზდა ცენტრი თეგეტაში შეიძენს ავტომობილს. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ Trade-In შეთავაზებით, რაც გულისხმობს ძველი ავტომობილის ჩაბარებას და სხვაობის დამატებით ახლი მაზდას გაყვანას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელმა ბოლომდე გაიცნოს ავტომობილი, ამიტომ ყველა მათგანს ვთავაზობთ ტესტ-დრაივს", - აცხადებენ კომპანიაში.
მაზდას ბრენდი 100 წლიან ისტორიას ითვლის, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც პრემიუმ კლასის იაპონურ ავტომობილს, მასში ერთდროულად გაერთიანებულია დახვეწილი დიზაინი, იაპონური ხასირხი, კომფორტი და ეკონომიურობა.
ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას SkyActive ძრავი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემის მეშვეობით. Mazda CX30 მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ეკონომიური და მძლავრი, მას 100 კმ.-ის დასაფარად მხოლოდ 6,3 ლ. საწვავი სჭირდება.
2019 წელს Mazda 3 World car award-მა ქალებისთვის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა, იგივე მოდელი 2020 წელს გამარჯვებული გახდა "წლის მსოფლიო დიზაინის" კატეგორიაში.
მაზდას ავტომობილებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმში - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142 ან დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს (+995) 244 11 22.
(NS)