მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17-21 ივლისს, ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 გაიმართა

17-21 ივლისს, ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 გაიმართა. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად, ხოლო B ჯგუფის გუნდები (უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში ასპარეზობდნენ.ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა პლეი-ოფიში გააგრძელეს ასპარეზობა და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ. საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევრო ლიგის ა დივიზიონში გადავიდა.17 ივლისს, ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ, ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშების მეორე ტურში, ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპი სამივე გუნდმა 3 ქულით დაასრულა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით, ჯგუფში პირველი ადგილი და A დივიზიონის საგზური საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. ბათუმის საერთაშორისო თასზე 20 ივლისიდან პლეი-ოფის მატჩები გაიმართა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი გუნდი 5:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირისთვის, ბათუმის ბულვარში ახალი სტადიონი აშენდა. არენა 1300 მაყურებელზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.

კახა ჭუმბურიძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები