17-დან 26 მაისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი საქართველოს დამოუკიდებლობის, ქართული კულტურისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებს - „ქართულ დღეებს ვაშინგტონში“ უმასპინძლებს. კვირეული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ეძღვნება და მისი ორგანიზატორი 1932 წელს ემიგრანტების მიერ დაარსებული ისტორიული „ქართული ასოციაციაა“. პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია: ანსამბლ „ფესვების“ კონცერტი, ქართული ანბანის პრაქტიკული ვორქშოფი მარტინ ლუთერ კინგის ბიბლიოთეკაში, ემიგრაციული ლიტერატურული ჟურნალის - „ერთობის“ წარდგენა და გამოფენა, რომელიც საქართველო-აშშ-ის სამხედრო პარტნიორობის ისტორიას ასახავს. როგორ ინარჩუნებს ქართული დიასპორა იდენტობას და რა როლი აქვს მსგავს კულტურულ დიპლომატიას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაში?
სტუმარი: სალომე წერეთელი-სტივენსი - აშშ-ში “ქართული ასოციაცია”, პრეზიდენტი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად


































