მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 დეკემბრიდან ღამის კლუბები იხსნება - როგორ მოხდება რეგულაციების დაცვა?

BM.GE
08.12.21 11:38
422
17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით ღამის კლუბების კარი გაიხსნება. სიახლის დასაზუსტებლად, bm.ge შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ ღამის კლუბების გახსნის საორიენატციო თარიღი 16-17 დეკემბერია. მისი თქმით, საკითხი, დიდი ალბათობით უწყებათშორის საბჭოს მომავალ სხდომაზე გადაწყდება.

უკვე 21 თვეა კლუბები covid-შეზღუდვების გამო დახურულები არიან. საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.5% იყო.

სტუმარი: დავით ლეჟავა - ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდ "ACT4culture"-ის წარმომადგენელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები