გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 17 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ; აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი.
სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°;
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°;
ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
თბილისი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°;
მარნეული: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
რუსთავი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°;
სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით; ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°.




























