მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17 ივნისს კონფერენცია "პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში - რუსეთის პოლიტიკური გავლენების კვალდაკვალ" გაიმართება

5cfe040278160
BM.GE
10.06.19 11:15
872
17 ივნისს, 09:00 საათზე, საერთაშორისო კონფერენცია – "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში" გაიხსნება, რომელიც სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", საქართველოს უნივერსიტეტისა და "ახალი ეკონომიკური სკოლა -საქართველოს" ორგანიზებით იმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, კონფერენციის მიზანია პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის რევიზიონისტული სტრატეგიისა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენების დაბრუნებისკენ სწრაფვის შესახებ მსჯელობა.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები; სამხედრო და ჰიბრიდული გავლენები; კულტურა, ნორმები და ფასეულობები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.

კონფერენცია 20-ზე მეტ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციების პოლიტიკოსებს, მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის:

- მაიკლ კარპენტერი - ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში;
- ბრაიან ვიტმორი - ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი;
- ლუკ კოფი - ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი;
- ანდრეას უმლანდი - გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი;
- კრასენ სტანჩევი - მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის - "რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში", პირველი ფაზის წარდგენა გაიმართება.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება საქართველოში რუსეთის ეკონომიკური წილი, რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების რუსული ხერხები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველია, რომელიც ახორციელებს სიღრმისეულ, მრავალფაზიან კვლევას რუსულ ეკონომიკურ გავლენებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები