მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 მაისი უქმე დღედ საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდა

უქმე დღე

17 მაისი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, უქმე დღედ გამოცხადდა.

ბოლო წლების განმავლობაში 17 მაისი უქმე დღედ მთავრობის განკარგულებით ცხადდებოდა. დღეს, შალვა პაპუაშვილის მიერ მოწერილი კანონით კი, ის ოფიციალური უქმე დღეა. შედეგად, საქართველოში შრომის კოდექსით 17 უქმე დღეს ნაცვლად, 18 უქმე დღე იქნება.

აქამდეც, საქართველო სადაგი დღეების რაოდენობით ევროპაში პირველი იყო.

გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს. მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წელს, 3-5 იანვარი გამოცხადდა უქმედ. ასევე, 17 მაისი.

შალვა პაპუაშვილმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი მოაწერა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები