„გაიზომე და აკონტროლე წნევა, გაიხანგრძლივე სიცოცხლე“ - 17 მაისს, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, „ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე“ აღინიშნა. GM PHARMA მიმდინარე კამპანიას წელსაც შეუერთდა და საზოგადოებას უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები შესთავაზა. კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა ორი დღის განმავლობაში - 16 და 17 მაისს შეეძლოთ. უფასო სამედიცინო მომსახურება კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიას და ექოკარდიოსკოპიას ითვალისწინებდა და სამ დიდ ქალაქში: თბილისში, თელავში და ქუთაისში ჩატარდა. ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და წნევის რეგულარული კონტროლია.