17 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ნამუშევარი საათების ინდექსს (2024 წლის IV კვარტალი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ბრუნვის მოცულობის ინდექსს (2025 წლის იანვარი);
11:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია:
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაძე; - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ბერეკაშვილი; - „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ N3 ცვლილების წერილ- შეთანხმების“ განხილვა;
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე; - „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი;
11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია:
- პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
- პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
- „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; - საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
- საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
12:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია შემდეგი საკითხის განხილვა: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ; მომხსენებელი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე.
12:00 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, განსახილველი საკითხებია:
- საქართველოს კანონის პროექტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე;
- მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ ;მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე;
- კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი;
- კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თორნიკე ჭეიშვილი;
- კანონების პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი;
- კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ლევან მაჭავარიანი;
13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. განსახილველი საკითხებია:
- კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე;
- სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება;
15:30 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია:
- კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ II მოსმენა;
- კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები II მოსმენა;
- კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები II მოსმენა;
- ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე II მოსმენა;
- კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე I მოსმენა (დაჩქარებული წესით);
- კანონის პროექტი „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა;
- საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა.