მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17 მარტს, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

5c8a5e7008005
თელარა გელანტია
14.03.19 22:15
1518
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტის ხიდი 17 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები