2025 წლისთვის საარბიტრაჟო დავაში ინვესტორთა მხრიდან მოთხოვნადი კომპენსაციის ოდენობა მილიარდ 700 მილიონი დოლარია. ფინანსთა სამინისტრომ ფისკალური რისკების განახლებული დოკუმენტი მოამზადა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ამ დროისთვის რამდენიმე დავა არსებობს. მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. იურისტები აცხადებენ, რომ მოცემული თანხა საკმაოდ მაღალია, საარბიტრაჟო დავებზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა.