მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

17 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი ასეთია:

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მეცხოველეობის მაჩვენებლებს (2025 წლის III კვარტალი, წინასწარი);

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგებს (2025 წლის III კვარტალი);

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სასაკლაოების გამოკვლევის შედეგებს (2025 წლის III კვარტალი);

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ელევატორების გამოკვლევის შედეგებს (2025 წლის III კვარტალი);

12:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; 2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსების შესახებ) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა;

15:00 საათზე - პარლამენტის პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

17:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხია საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები