11:00 საათზე, საქსტატი გამოაქვეყნებს სტატისტიკურ პუბლიკაციას „დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2023“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია).
15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ფლანგვის დეტექტორი გამართავენ კვლევის პრეზენტაციას: „ოფშორები, ოლიგარქია და ავტორიტარული შემობრუნება საქართველოში".
17:00 საათზე, გაიხსნება თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ახალი შენობა.