მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 45 ათასი ტონა ყურძენი

რთველი

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 45 ათასი ტონა ყურძენი - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის,
ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-მდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებული ყურძნიდან:

  • 20.5 ათასი ტონა მოდის საფერავზე,
  • 18.4 ათასი ტონარქაწითელზე,

ხოლო დანარჩენი მოცულობა სხვადასხვა ჯიშს მიეკუთვნება.

მათი თქმით, თითქმის სრულად დაბინავდა სეტყვით დაზიანებული 1200 ტონა ყურძენი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ კგ. 1 ლარად ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს თელავსა და ახმეტაში ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 300 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 400-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია და მარანი უკვე დარეგისტრირდა ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, მათგან 142 ამ დროისთვის უკვე ჩართულია რთველში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები