მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17 წლის შემდეგ პირველად Volkswagen ირანში ავტომობილების გაყიდვას იწყებს

595cf7f38eb65
BM.GE
05.07.17 18:28
1160
ავტომწარმოებელი Volkswagen 17 წლის შემდეგ პირველად ირანში მანქანების გაყიდვას იწყებს. მხარეებს შორის ვაჭრობის განახლება ირანის მიმართ სანქციების მოხსნის შედეგია. როგორც გერმანული კომპანია აცხადებს, მანქანების ექსპორტს ირანში აგვისტოდან დაიწყებს.

"ირანში დაბრუნების შედეგად ვოლკსვაგენი სუფთა ფურცელს შეავსებს მსოფლიო ავტორუკაზე",- აცხადებენ კომპანიაში.

საუბარია Tiguan-ისა და Passat-ის მოდელებზე.

Volkswagen აცხადებს, რომ გერმანულ პროდუქციაზე მალე სერიოზული მოთხოვნა გაჩნდება, რამდენადაც ირანის ხელისუფლება გრძელვადიან პერსპეტივაში ახალ მანქანებზე მოთხოვნის ზრდას ვარაუდობს. მოსალოდნელია, რომ ირანში ახალ მანქანებზე მოთხოვნამ 3 მილიონს მიაღწიოს, რაც დიდ ბრიტანეთის მოთხოვნას აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები