მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17:00-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 47.3%-ია - ეს პირველი ტურის მთლიან აქტივობაზე მეტია

5bfea5464ac9a
BM.GE
28.11.18 18:14
1170
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ 17:00-ის მდგომარეობით აქტივობის მაჩვენებელი წარადგინა. ცესკოს მონაცემებით, ხმა უკვე მისცა საქართველოს 1,662,453-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 47.3%-ს შეადგენს. ეს მთლიანად პირველი ტურის აქტივობაზე ანუ, 46.7%-ზე 0.6%-ით მეტია. რაც შეეხება პირველი ტურის აქტივობას 17:00-ის მდგომარეობით ის 38% იყო. 

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია და 50.1%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში - 37%.

დღეს საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით უკანასკნელად ირჩევს. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში სულ 3,513,729 მოქალაქე არის რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები