მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17:00 საათიდან გაუქმებამდე პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტი

პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება, - ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაში წერია.

"14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები