მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

17:00 საათის მონაცემებით მოსახლეობის 42.05%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

57f90769649eb
დავით ჯალაღონია
08.10.16 18:48
1300
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით მოსახლეობის 42.05%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ინფორმაციით, 1 477 562 ადამიანმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.

რაც შეეხება აქტივობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, დედაქალაქში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ვაკის რაიონის მე-2 მაჟორიტარული ოლქი გამოირჩევა - 48.1%-ით. მას შემდეგ კი მოდის საბურთალოს რაიონის მე-5 (47.1%) და მე-6 (47.8%) მაჟორიტარული ოლქები. ამასთან, თბილისში ყველაზე პასიური ისნის რაიონის მე-9 მაჟორიტარული ოლქია - 33.8%.

რეგიონებში კი ლანჩხუთის რაიონის მე-60 მაჟორიტარული ოლქი ლიდერობს, სადაც მოსახლეობის 55.7%-მა საარჩევნო ხმის უფლებით უკვე ისარგებლა. მას შემდეგ, 54.5%-ით ვანის რაიონის 54-ე და 53.3%-ით ამბროლაურის რაიონის 58-ე მაჟორიტარული ოლქები მოდიან. რეგიონებში ყველაზე დაბალი აქტივობა გარდაბნის რაიონის 31-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები