მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17:00 საათისთვის არჩევნებზე 1 337 284 ამომრჩეველი მივიდა - აქტივობა 38.16%-ია

5bd5c8dc14666
თელარა გელანტია
28.10.18 18:33
625
17:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 38,16% შეადგინა.

ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 1 337 284 ამომრჩეველმა გააკეთა.

„17:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,16%, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში 53,6% ხოლო ყველაზე მცირე - მარნეულში - 28,7%. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აქტივობამ 36,2% შეადგინა. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს დაფიქსირებულ მონაცემს, 17:00 საათის მდგომარეობით, მაშინ აქტივობამ შეადგინა 39,1%“, - განაცხადა მიქელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები