მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 ივნისის ანონსი

bmg

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ვატო სურგულაძის და ონკოპაციენტების ბრიფინგი გაიმართება. თემა: "ჯანდაცვის სამინსიტროს უპასუხისმგებლობა ონკოპაციენტების პრობლემების მიმართ. ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც უკვე 3 თვე იკავებს თანამდებობას, ვერ მოახერხა რომ მოეგვარებინა ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრა".

11:00 საათზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში ფრვილის მარაგი; დოლარის კურსის ცვალებადობა და პურის ნედლეულზე ფასების ზრდა როგორ აისახება საბოლოო პროდუექტზე - პურზე.

11:20 საათზე, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა" ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადს ვადა სექტემბერში გადის - მეხორბლეები მის გაგრძელებას ითხოვენ; დოლარის კურსიც ცვალებადობიდან გამომდინარე, ტედენციები მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე; ქუთაისში გახსნილი უკრაინული წისქვილი და ბაზრის დივერსიფიკაცია.

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება: ზაფხულის ტურისტული სეზონი, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და სექტორის მოლოდინები."

14:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები