18 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა სისხლის უანგარო დონაციის დღეს, კამპანიას - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გამართავს.
14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.
18:30 საათზე, სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით დასკვნითი სხდომა გაიმართება.

























