გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისს საქართველოში ამინდი ღრუბლიანი იქნება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალ მთაში ზოგან თოვლი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +16 +21°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით-3, +2°, დღისით +8, +13°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9°, დღისით +20°.