მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
17.05.26 20:00
92

18 მაისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სასაკლაოების გამოკვლევის შედეგებს (2026 წლის I კვარტალი)

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ელევატორების გამოკვლევის შედეგებს (2026 წლის I კვარტალი)

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მეცხოველეობის მაჩვენებლებს (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)

11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგებს (2026 წლის I კვარტალი)

12:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება. თემა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები;

13:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თემები:

  1. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები.
  2. კანონპროექტი: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

13:30 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თემები:

  1. „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“; მომხსენებელი ნათია თურნავა.
  2. საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა.
  3. კანონის პროექტის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  4. კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  5. კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
  6. კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება;

15:00 საათზე - კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თემები:

  1. სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
  2. საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები