10:30 საათი - სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ (თბილისი, თელავის ქუჩა N20) - გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით, ქართული საფინანსო სექტორი გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ტრადიციულად წელსაც შეუერთდება.
11:00 საათი - საქსტატი გამოაქვეყნებს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებლებს (2023 წლის IV კვარტალი);
11:00 საათი - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა;
11:00 საათი - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა;
12:00 საათი - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა;
14:45 საათი - მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლებს, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია;
15:00 საათი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალის პრესბრიფინგზე ახლახან დასრულებული „Article IV“ მისიის შედეგებს წარმოადგენს. ერობნული ბანკი, მე-5 სართული.
15:00 საათი - პარლამენტის ბიუროს სხდომა;
16:00 საათი - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა;
17:00 საათი - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა.