მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18 მარტის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
17.03.25 20:00
76

18 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:

04:45 საათზე, მიუნხენის რეისით საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან ორი მედლით ბრუნდება. ირმა ხეცურიანი (ხმალი,B კატეგორია); ოქროს მედლის მფლობელი, ნინა თიბილაშვილი (ხმალი, A კატეგორია); ბრინჯაოს პრიზიორი.

11:00 საათზე, საქსტატი გამოაქვეყნებს:

  • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2024 წლის IV კვარტალი);
  • სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, სასამართლოს და პენიტენციური სისტემის სტატისტიკა (2024 წელი);

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები