თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, იმ მარშრუტებზე, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა, მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, ეტაპობრივად 18-მეტრიანი ავტობუსები ყველა უბანს ეყოლება, რაც თავის შედეგს გამოიღებს.
თბილისის მერიის მიერ შეძენილი MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსიდან 50 ერთეული დედაქალაქში 2024 წლის დასაწყისში ჩამოვიდა და სატესტო რეჟიმში N302 ხაზზეც ამოქმედდა. ავტობუსებზე ბიუჯეტიდან 259 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თბილისის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დღეისთვის ქალაქის ათ სატრანსპორტო დერეფანში, Buslane-ის 70%-ზე მეტი უკვე დახაზულია. მისივე თქმით, დარჩენილია რთული მონაკვეთები იქ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი.
რა ეფექტი იქონია 18 მეტრიანი ავტობუსების დამატებამ?
სტუმარი: ირაკლი იზორია - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი;