ევროპის საინვესტიციო ბანკმა გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტები დააფინანსა, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ,,საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
"ევროპის საინვესტიციო ბანკი მსოფლიოს მასშტაბით არის ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ორგანიზაცია. გასულ წელს ჩვენ დავაფინანსეთ 18 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტები. ინვესტიციები ხორციელდება არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში და ევროკავშირის სამეზობლო ტერიტორიებზე, იმისათვის რომ კავშირი გაძლიერდეს და შეიქმნას ახალი კავშირებიც.
ინვესტიციები ძირითადად ლოგისტიკის, ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურის კუთხით ხორციელდება და საქართველოშიც ეს მიმართულებებია პრიორიტეტული. მხარს ვუჭერთ აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან კერძო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესგანვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების მიმართულება, რაც კლიმატური ცვლილებების დროს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ჩვენ გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე ქვეყანების მასშტაბით" - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

























