მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, პარაპლანით ფრენები აღდგა - რა შეიცვალა?

თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა სამ საჰაერო სივრცეზე: გუდაურზე, ბაკურიანსა და ანანურზე არსებობს. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ აქვთ. მე შეგახსენებთ,პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.

სტუმარი: გიგა სეთურიძე - კლუბი "გუდაურის" და "გუდაურის ცის" თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები