მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19-20 ივნისს სახელისუფლებო გუნდი განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავს

60cba4963f401
თამთა ჯიჯავაძე
17.06.21 23:35
1224
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 19-20 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" გაიმართება, პრემიერის მიერ ინიცირებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ bm.ge-ს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს.

ცნობისთვის, როგორც დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავება ბოლო ეტაპზეა.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენად იცნობს პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი საქართველოს და არსებობს თუ არა სტრატეგია, რის მიხედვითაც ის იმუშავებს.

„ბატონი ვაზილ ჰუდაკი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. საინვესტიციო გარემოს, რადგან წლების მანძილზე ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორი იყო და საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა. ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე სტრატეგია, რომელიც 10-წლიან გეგმაში შევა და ეს ეხება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ამ სტრატეგიას დავხვეწთ სწორედ ბატონ ჰუდაკთან ერთად“, - განაცხადა თურნავამ.

ქვეყნის განვითარების 10–წლიანი სტრატეგიის შექმნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებაა, რომელიც მან ჯერ კიდევ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დადო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში 100 დღეში ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები