19 ოქტომბერს თბილისში ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ფორუმზე უძრავი ქონების მფლობელებს, კონტრაქტორებს და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, სამშენებლო პროცესებში მიმდინარე გაციფრულების საუკეთესო პრაქტიკას გაეცნონ.
ფორუმის ორგანიზატორი BIM Solutions Group-ია, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მშენებლობების წარმართვაში ეხმარება. ფორუმის სპონსორი და პარტნიორი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია "სიემსია". შეხვედრა კომპანია "ანაგის" და არქიტექტურული კომპანია არტსტუდიო პროექტის მხარდაჭერით იმართება. ფორუმის მედია პარტნიორია ბმჯ და გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი.“
სტუმრები:
თამაზ თავაძე - „სიემსის“ დამფუძნებელი;
ირაკლი ბერიძე - „სიემსის“ აღმასრულებელ დირექტორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;