მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 წლის ანა ტორონჯაძე, რომელიც უკვე ოთხი წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული

60cdbcd18ff0a
მარიამ იზორია
19.06.21 23:00
1822
19 წლის ანა ტორონჯაძე მეფუტკრეობით 2017 წლიდან არის დაკავებული და მცხეთის რაიონში 30 ფუტკრის ოჯახი ჰყავს.

როგორც ახლაგაზრდა მეფუტკრე bm.ge-ს უყვება, „ტოროს ფუტკრები“ სამ პროდუქტს: ფუტკრის რძეს, თაფლს და ფუტკრის რძისა და თაფლის 2%-იან ნაზავს აერთიანებს, რომელთა რეალიზაცია სოციალური ქსელების საშუალებით ხდება.

„მეფუტკრეობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ორი სკა ფუტკარი გვაჩუქეს, თავდაპირველად თაფლის წარმოება დავიწყე, თუმცა ამ ტერიტორიაზე მხოლოდ თაფლის წარმოებისთვის საკმარისი რაოდენობის მცენარეები და ყვავილები არ არის, ამიტომ ფუტკრის რძის წარმოების იდეაც გამიჩნდა, რისთვისაც ისეთი ბუნებრივი გარემო საჭირო არ არის. ფუტკრის რძე უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, თუმცა სპეციფიკური მომჟავო გემო აქვს, შესაბამისად, პანდემიის პერიოდში თაფლისა და ფუტკრის რძის 2%-იანი ნაზავის შექმნა გადავწყვიტე.

დასაწყისისთვის, ფუტკრის რძის რეალიზაცია გამიჭირდა, რადგან ადამიანები ამ ნაწარმს არ იცნობდნენ, შევქმენი "ფეისბუკ-ჯგუფი" და ვეცადე ადამიანებისთვის მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა, ამან გაამართლა, ადრე თუ პროდუქტის მხოლოდ ნახევარს ვყიდდი, ახლა უკვე სეზონიდან სეზონამდე მთლიანი მარაგი გაყიდულია“, - ამბობს მეფუტკრე.

რაც შეეხება „ტოროს ფუტკრების“ ნაწარმის ფასებს, ფუტკრის რძის 10-გრამიანი შპრიცის, ერთი კურსის, ფასი 25 ლარი, 2%-იანი ნაზავის - 12, ხოლო 1 კილოგრამი თაფლის ფასი - 20 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები