მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 გზა ე.წ. "ტურისტული ემბარგოს" პირობებში - ლაშა პაპაშვილის მოსაზრება

5d2361509553f
ლიკა გურაბანიძე
08.07.19 20:00
1984
ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ე.წ. ტურისტული ემბარგოს გამო სექტორს გარკვეული შეღავათები ჰქონდეს, ორი კონკრეტული გზა არსებობს.

პირველი -  ტურიზმის ინდუსტრიაში პროცენტის სუბსიდირებაა, ხოლო მეორე - მცირე და საშუალო ბიზნესის ქონების გადასახადიდან დროებით გათავისუფლება.

ჟურნალისტის კითხვაზე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდში არსებული თანხა ხომ არ უნდა მიიმართოს სრულად ტურიზმის სექტორისკენ, პაპაშვილი განმარტავს, რომ „აქ საუბარი არ არის კონკრეტულად რომელი თანხა მიემართება.“


ცნობისთვის: დღეიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ე.წ. ტურისტული ემბარგო დაწესდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები