მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2-4 მაისს საფლავზე გასვლა იკრძალება და გეოგრაფიულ გამონაკლისებს არ ითვალისწინებს“

608c00d7c32fd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 17:08
3328
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით გამონაკლისებს არ ითვალისწინებს.

მისი თქმით, 2-4 მაისს ტრადიციებიდან გამომდინარე ბევრი ხალხის ერთ ადგილზე თავშეყრაა მოსალოდნელი და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა; 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა შეეძლებათ.

„როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომლებიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იმავენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები