მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 ახალი სასტუმრო - თბილისს "Radisson Red" და "Radisson Collection" შეემატება

5ca8835212055
ნინი ლონგურაშვილი
06.04.19 14:37
2198
საერთაშორისო კომპანია "რადისონის სასტუმროების ჯგუფი" საქართველოში 5 სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ამის შესახებ bm.ge-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რადისონის სასტუმროების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა განუცხადა.

“საქართველო ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ლოკაცია იყო. ამ ეტაპზე აქ სამი სასტუმრო გვაქვს - თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. ათი წელია აქ ვართ და კარგად ვიცნობთ ბაზარს, თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ამიტომ გაფართოებას და ინვესტირებას ვგეგმავთ. ახლა ვამუშავებთ 5 პროექტს, აქედან - 2 იქნება თბილისში - “რადისონ რედი” და ასევე, თბილისისთვის ვგეგმავთ “რადისონ ქოლექშენის” ტიპის სასტუმროს აშენებასაც“, - განაცხადა BM.ge-თან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში "რადისონის სასტუმროების ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტმა მიშელ სტალპორტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები