2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, მაკროეკონომიკური რისკების იდენტიფიცირების პროცესში გამოვლენილია ის ორი ნეგატიური ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანალიზის დოკუმენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან.
ნეგატიურ შოკებს შორის გამოყოფილია:
გეოპოლიტიკური რისკი
მწვავედ ნარჩუნდება რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება და დესტაბილიზაციის რისკები, რაც ერთი მხირვ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ურთიერთობებს, საგარეო ვაჭრობასა და ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ მოქმედებს მოლოდინებზე.
რეგიონში გაუარესებული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე დასავლეთი განაგრძობს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისათვის სანქციების დაწესებას. შემცირებული ეკონომიკური აქტივობა სავაჭრო პარტნიორებში, აგრეთვე რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება, აგრეთვე დესტაბილიზაციის მოლოდინების გამძაფრება უარყოფითად აისახება საგარეო მოთხოვნასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
ინფრასტრუქტურული პროექტების არასაკმარისი აქსელერაცია
2019 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც წინა 2 წლის ბიუჯეტებში ცენტრალურ როლს ინფტრასტრუქტურის დაჩქარების პროგრამა თამაშობს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მსხვილი ინფტრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც მრავალ არაკონტროლირებად ფაქტორებთანაა დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დასრულება და გამოყოფილი თანხების ათვისება, უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ ეკონომიკურ ზრდაზე.

























