მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 იანვარს საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით+12, +17°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით +2, +7°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.
აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, ზოგან -15°-მდე, დღისით +3, +8°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +12°.