მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„2-ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია“ - როგორია 34 პაციენტის ინფიცირების ისტორია?

5f55e0d2d00f0
ინგა მურუსიძე
07.09.20 11:22
1003
34 ახალი ინფიცირებულიდან 6 კვლავ ე.წ. "დონას კლასტერიდანაა", ხოლო 8-ის მოგზაურობის ისტორია კვლავ აჭარაა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„34 ახალი შემთხვევიდან 6 არის ე.წ. დონას კლასტერიდან, 15 პაციენტის წყარო არის დადასტურებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე გრძელდება ინფიცირების წყაროს დადგენა. ამ ეტაპზე მკურნალობს 342 პაციენტი, მათგან 3 არის კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კითხვაზე -  შეიძლება თუ არა კვლავ კარანტინი გამოცხადდეს, ეზუგბაია ამბობს, რომ ამაზე საუბარი არ არის.

„არ მგონია, რომ ამაზე ლაპარაკი იყოს, რადგან თქვენ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. მთავარია, გავაგრძელოთ რეკომენდაციების შესრულება, პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანცირება“, - აღნიშნა ინფექციურის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები