11:30 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "დაგეგმილი რეგულაცია, რომელიც ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის გამკაცრებას ითვალისწინებს - რა დარღვევები ფიქსირდება და რატომ დადგა ცვლილებების საჭიროება, რა სანქციები შევა ძალაში. ტექინსპექტირების ფასის შესაძლო ზრდის საკითხი.რეფორმის შედეგები: მიმართვიანობის მაჩვენებელი და დახარვეზებული მანქანების სტატისტიკა."
22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.
- 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.