მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-ჯერ გადადებული სხდომა - რატომ ვერ იკრიბება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი?

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გადადო. სხდომა, რომელიც 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 18 ოქტომბერს ჩაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გადადების მიზეზად ორივეჯერ სტატისტიკური მონაცემების მოლოდინი დასახელდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა BMG-თან აცხადებს, რომ 11 ოქტომბრის სხდომის გადადების მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 27 სექტემბრის სხდომა სებ-ის მოვლენების გამო გადაიდო. პაპუნა ლეჟავა კი ამბობს, რომ სხდომის გადადება შესაძლოა ნათია თურნავას მაროკოში ვიზიტს უკავშირდებოდეს. ბიემჯი არჩლ მესტვირიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ეკონომისტების ნაწილს ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ სხდომის ორივეჯერ გადადება იმის მანიშნებელია, რომ მარეგულირებელში პროფესიონალი და დამოუკიდებელი კადრების კრიზისია. ეკონომისტები პასუხისმგებლობას ნათია თურნავას აკისრებენ, ვის გამოც სამი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები