მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2 მილიარდიანი გამოწვევა" - რა ეტაპზეა მსოფლიოში სოციალური დაცვის სისტემების გავრცელება?

სოციალური დაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა - ბოლო ათწლეულში დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში პროგრამებით 4.7 მილიარდი ადამიანი დაფარულია, თუმცა 2 მილიარდი კვლავ დაუცველი რჩება. სწორედ ამ გამოწვევას ეძღვნება მსოფლიო ბანკის 2025 წლის ანგარიში „2 მილიარდიანი გამოწვევა“, რომელიც აჩვენებს, რომ პროგრესის მიუხედავად, განსაკუთრებით აფრიკასა და სამხრეთ აზიაში სოციალური დაცვა ჯერ კიდევ არასაკმარისია. დღესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ყოველი ოთხიდან სამი ადამიანი სისტემის მიღმაა, ხოლო არსებული ტემპით უკიდურესი სიღარიბის სრულად დაფარვას თითქმის ორი ათეული წელი დასჭირდება. ანგარიშის მიხედვით, ეფექტიანი მართვა და რესურსების მიზნობრივი გადანაწილება შესაძლოა გახდეს ის ბერკეტი, რომელიც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის მდგომარეობას რეალურად გააუმჯობესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები