მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$2-მილიარდიანი მეგაპროექტი დედაქალაქში - Trump Tower Tbilisi-ს წარდგენა

გასული კვირის მთავარი მოვლენა ქართულ ბიზნესში მაინც ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია გახლდათ. პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყავს მსოფლიო მედიაში და ამის მიზეზი არა მხოლოდ დეველოპერული პროექტის დასახელებაა. ამჟამინდელი სასტარტო შეფასებით ეს დედაქალაქში ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, და Trump Tower Tbilisi წარმოადგენს 62-სართულიან, 280-მეტრიან ცათამბჯენს, რომელსაც საერთაშორისო არქიტექტურული გიგანტი Gensler-ი აპროექტებს, არქისა და ინვიას 2-მილიარდიანი მეგაპროექტის, Downtown Tbilisi-ის ცენტრალური ნაწილი იქნება.

როგორც მოგახსენეთ, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო მედიაში, და მისი მესვეურების, ინვესტორების განცხადებით თბილისი ტრამპ თაუერი იქნება ახალი მსოფლიო მისამართი, რაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს. პროექტის მესვეურები იმედოვნებენ რომ ტრამპ თაუერი საქართველოს პოზიციონირებას ახალ საფეხურზე აიყვანს პრემიუმ უძრავი ქონების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები