მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 თებერვალს, 16:00 საათზე პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა დაანონსდა

პროტესტი
30.01.25 17:58
2133

2 თებერვალს პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა "თბილისი მოლთან" დაანონსდა. შესაბამისი ანონსი ჯგუფ "დაიტოვეში" გამოქვეყნდა.

პროტესტის აღწერაში ნათქვამია: "2 თებერვალს 16:00-ზე, ვიკრიბებით "თბილისი მოლთან" და ვკეტავთ გზას! მოთხოვნები უცვლელია: თავისუფლება სინდისის პატიმრებს ახალი საპარლამენტო არჩევნები რეჟიმმა კიდევ ერთხელ უნდა იგრძნოს, რომ პროტესტი ფართოვდება და მეტად ქმედითი ხდება! გელოდებით ყველას თბილისი მოლთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები