მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 თვე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებიდან - როგორია შედეგები და მოლოდინები;

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებიდან ორი თვე გავიდა. ივლის-აგვისტოს პერიოდში პლატფორმაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია. ხოლო ივლისში საშუალო ფასი ერთ კილოვატსაათზე 12.5 თეთრის ფარგლებში იყო. ამ დროისთვის ბირჟაზე სულ 15 კომპანიაა რეგისტრირებული. როგორც ენერგეტიკულ ბირჟაზე აცხადებენ, პირველი თვეების შედეგები მოლოდინების შესაბამისი იყო. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში კი ამბობენ, რომ კომპანიების მხრიდან უფრო მაღალი აქტივობის მოლოდინი იყო. ამიტომ ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მეტი კომპანიის დასაინტერესებლად აუცილებელია, მათთვის გარკვეული სტიმულების შეთავაზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები