უტიფარი ტყუილი - ასე უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციას, რომ სახელმწიფო კლინიკების ნაწილს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პრობლემა აქვს. მისი თქმით, სახელმწიფო კლინიკებისგან განსხვავებით, აკრედიტაციის პროცესში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგანან კერძო, მცირე და საშუალო ზომის კლინიკები. კითხვაზე რამდენად დგას დღის წესრიგში დადგენილი ვადების გადავადება, რომელიც 2025 წლის 1 იანვარია, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პირველი დღიდან, როდესაც ეს საკითხი შემოვიდა, დღის წესრიგშია ან გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განხილული. რას ამბობს კერძო სექტორი - დადგება თუ არა დღის წესრიგში კლინიკების აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების საკითხი?