მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2 თვეში 340 000 ლარზე მეტი საჯარიმო სანქცია დავაკისრეთ კომპანიებს"

5b488d5eef418
თამუნა დემეტრაშვილი
13.07.18 15:28
629
სატენდერო პროცედურები ამ ეტაპზე პრობლემურია, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტენდერების გამოცხადების და ჩატარების დროს, ასევე შეფასებების დროს, ადგილზე კვალიფიკაციის პრობლემებია, ასევე ხშირ შემთხვევაში პრობლემურია კომპანიების დაბალი ხარისხიც.

მინისტრობის კანდიდატმა არ გამორიცხა ასევე, შესაძლო არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების სურვილებიც. ,,ჩვენი მოდგომა პროექტების მართვის დროს არის, რომ ყველა მხარემ ზედმიწევნით დაიცვას ხელშეკრულება. დავიწყეთ რეალურად იმ საჯარიმო სანქციების ამოქმედება, რომლებიც ხელშეკრულებებშია და მხოლოდ 2 თვეში 340 ათას ლარზე მეტი საჯარიმო სანქცია დავაკისრეთ კომპანიებს, რომლებიც არ ასრულებდნენ ვალდებულებებს და ეს მხოლოდ საგზაო დეპარტამენტის მხრიდან“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები