20-21 სექტემბერს, გორის ხელოვნების სახლში, EU4Culture Network Festival: City Stories. Diverse Voices - მოქმედება გაიმართება.
ორდღიანი ფესტივალი ევროკავშირის პროექტის, EU4Culture, კულტურის სფეროში ოთხწლიან მუშაობას აჯამებს.
ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს EU4Culture პროექტის შედეგებს და აჩვენებს მათ გავლენას საქართველოს კულტურის და შემოქმედებით სექტორზე. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განხორციელებული პროექტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნილი ერთობლივი ნამუშევრები.
ფესტივალში მონაწილეობს 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი, მათ შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს გამოფენას, აუდიო-ვიზუალურ და ცეკვის წარმოდგენებს, პანელურ დისკუსიას, ვორქშოფებს, მასტერკლასს, ფილმის ჩვენებას და სხვა შემოქმედებით აქტივობას.
EU4Culture კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
პროექტის განხორციელება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ხელი შეუწყო საქართველოს სამი რეგიონული ქალაქის (ზუგდიდი, ქუთაისი, ფოთი) კულტურის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, კულტურული სცენის გაძლიერებასა და განვითარებას.
პროექტის დახმარებით 70-მდე ქართველმა ხელოვანმა და კულტურის პროფესიონალმა ისარგებლა მობილობის გრანტით და პროფესიული ზრდის პროგრამით.
რეგიონის მასშტაბით 60-მდე საჯარო მოხელემ და კულტურის პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში, რაც გულისხმობდა სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობას და გადამზადებას მათი პროფესიული ზრდისთვის.
EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices - ACTION
ფესტივალის კონცეფცია: მოქმედება
მოქმედება სიცოცხლის გამოკვეთილი ფორმაა. მოქმედებ, ესე იგი-ცხოვრობ.
ფესტივალი ფოკუსირებულია შემოქმედებითი მოქმედებების მრავალფეროვნებაზე, ქალაქის პირად გამოცდილებასა და მათი ერთობლივად გაზიარების პოტენციალზე. რამდენად განსხვავებულად განვიცდით ქალაქს, ჩვენი უნიკალური პერსპექტივების გათვალისწინებით? შეუძლიათ თუ არა სხვებს ნამდვილად გაიგონ ან თუნდაც გაიზიარონ იგივე გამოცდილება? ხელოვნების საშუალებით მიზნად ვისახავთ შევისწავლოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა პერსპექტივები - ვიძლევით რა შანსს დავინახოთ, შევიგრძნოთ, შევისმინოთ და შევიცნოთ ქალაქები ახლებურად.
ფესტივალი ეძებს გადაკვეთის წერტილებს როგორც დიალოგის, თანამშრომლობის, ჰარმონიული თანაარსებობისა და ახალი საწყისის საშუალებას.
EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices - მოქმედება გელით:
ცეკვის წარმოდგენები: კოლაბორაციული და ინკლუზიური დადგმები
მუსიკალური წარმოდგენები: გორის ჯაზბენდი და აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი
გამოფენა და ფილმის ჩვენება: პროექტის მონაწილე არტისტების ჯგუფური გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება
ვორქშოფები და მასტერკლასი: თემატური საგანმანათლებლო აქტივობების დარგის პროფესიონალებთან (წინასწარი რეგისტრაციით)
პანელური დისკუსია თემაზე: დამოუკიდებელი კულტურული ინიციატივები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალაქის ხასიათს
ფესტივალზე მოსახვედრად გამოყოფილია უფასო ავტობუსები შეზღუდული რაოდენობით (თბილისი-გორი-თბილისი)
რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/K0geX
ფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით აქ: https://shorturl.at/cCGlJ