20-21 სექტემბერს, გორის ხელოვნების სახლში ევროკავშირის მხარდაჭერით ორდღიანი ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ევროკავშირის პროექტის, EU4Culture, კულტურის სფეროში ოთხწლიან მრავალფეროვან და მულტი დარგობრივ მუშაობას შეაჯამებს, რომლის მიზანიც ურბანული ცხოვრების პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებების გაზიარებაა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება EU4Culture-ის მობილობის საგრანტო სქემის მონაწილე 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი, რომელსაც შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.
სტუმარი: რუსუდან ებრალიძე - პროექტის EU4CULTURE წარმომადგენელი;